logo
ENG



"ვისაუბრეთ არჩევნებზე" - ენმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციას შეხვდა

11 იან 202418:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/11/i4q1h21w5lq8g7t.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციას შეხვდნენ.

ხაბეიშვილის თქმით, ისაუბრეს არჩევნებზე და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე. მანამდე, დელეგაციის წევრები ქართულ ოცნებას, კერძოდ კი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას შეხვდნენ.

"ჩვენს პარტნიორებს ვთხოვ დახმარებას და უნდა ესმოდეს ყველას, ეს დახმარება იქნება აშშ-დან დაწყებული, ჩვენი ევროპელი პარტნიორებით გაგრძელებული. საქართველოში გამოგზავნიან სადამკვირვებლო მისიებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს რუსულ პარტიას არ უნდა და იცით, რომ ამ დრომდე არ მიუმართავთ მათ, დაშვებას არ აკეთებენ, რომ ამ სადამკვირვებლო მისიებმა უკვე დაიწყონ ფუნქციონირება და მუშაობა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად იმაზე მეტი დამკვირვებელი იქნება, ვიდრე რუსულ პარტიას წარმოუდგენია. იმაზე მეტი ჩართულობა იქნება, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ და უნდათ და იმაზე მეტად ვიმუშავებთ, ვიდრე მათ ჰგონიათ", - თქვა ხაბეიშვილმა.


close დახურვა